კეზერაშვილის და უგულავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს განახლდება
რიყის ტერიტორიისა და “ტელეიმედის” გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერს განახლდება.
დღევანდელ პროცესზე კი ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხა საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელიც “თბილისერვის ჯგუფში” ფიქტიურ დასაქმებებს გულისხმობს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა გიზო უგულავამ განაცხადა, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა არ დაადასტურეს, რომ გიგი უგულავას რაიმე შემხებლობა ჰქონდა დანაშაულებრივ ფაქტთან. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა გიგა ძნელაძემ განაცხადა: მოწმეებმა დაადასტურეს ფაქტი, რომ ისინი წინასაარჩევნო პარტიულ საქმიანობას “თბილსერვისჯგუფში” ფიქტიური დასაქმებით ეწეოდნენ.