“მომდევნო დღეებშიც იხილავთ რადიკალური ოპოზიციის, მათი პარტიული მედიის და პარტიული ენჯეოების მიერ გავრცელებულ არაერთ ფეიკინფორმაციას, რომელსაც სიმართლედ შემოგასაღებენ” – ანჯაფარიძე

“გავეშებული შეტევა მიდის ცესკოზე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. დღეს და მომდევნო დღეებშიც იხილავთ რადიკალური ოპოზიციის, მათი პარტიული მედიის და პარტიული ენჯეოების მიერ გავრცელებულ არაერთ ფეიკინფორმაციას, რომელსაც სიმართლედ შემოგასაღებენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელზეც, მისი თქმით, ” ვითომ დარღვევა/ და გაყალბება – ბიულეტენების ჩაყრაა აღბეჭდილი”.

“სინამდვილეში, სტანდარტული პროცედურაა გაყალბებად მონათლეს, არავითარი ჩაყრა არ ხდება, უბრალოდ დღის ბოლოს გადასატანი ყუთი გაიხსნა (დამკვირვებლების თანდასწრებით) და გადასატანი ყუთის ბიულეტენები ხმის მთვლელ აპარატში კანონის სრული დაცვით მოათავსეს”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები