კულტურის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის 101 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და პირადად მიულოცა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის, ეს მნიშვნელოვანი დღე, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ როგორც ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსა და დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები, სხვა მიწვეული სტუმრები.
ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის − რეჯეფ თაიფ ერდოღანის – მიმართვა; ასევე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. შესრულდა თურქეთისა და საქართველოს ჰიმნები.