პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება – გახარიას პარტიის წარმომადგენლები შეხვედრას არც ამჯერად დაესწრნენ

ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეხვედრას ის პოლიტიკოსები ესწრებოდნენ, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა, ისინი კომისიის მონაცემებს არ აღიარებენ.

აუდიენციას, ამჯერადაც, გიორგი გახარიას პარტიის არცერთი წარმომადგენელი დასწრებია.

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, პრეზიდენტთან კონსულტაციები გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები