ისრაელის თავდასხმას ჩრდილოეთ ღაზაში, სულ მცირე, 60 პალესტინელი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ღაზის ქალაქ ბეიტ ლაჰიაში, საცხოვრებელ კორპუსზე ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 60 პალესტინელი დაიღუპა,- ინფორმაცია ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, საცხოვრებელი კორპუსი დევნილი პალესტინელების ადგილსამყოფელი იყო.

მარვან ალ-ჰამსმა, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კიდევ 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება და დაახლოებით, 150 ადამიანი დაჭრილია. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის 20 ბავშვია.

ისრაელის მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები