ზურაბ ქადაგიძე: ვინც რადიკალურ ოპოზიციას უჭერს მხარს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოძალადე, დამნაშავე პერსონებზე ხმის მიცემა დანაშაულის მხარდაჭერა და თანამონაწილეობაა

„ვინც რადიკალურ ოპოზიციას უჭერს მხარს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოძალადე, დამნაშავე პერსონებზე ხმის მიცემა, ისეთივე დანაშაულის მხარდაჭერა და თანამონაწილეობაა, როგორც თვითონ უსამშობლო პოლიტიკოსების მიერ, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ღალატის აქტები”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ასე რომ, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერით, თუნდაც მხოლოდ ხმის მიცემით, ავტომატურად ვხდებით სააკაშვილ-გვარამია-ხაზარაძე-გახარიას ღალატის აქტის თანაზიარი!“, – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები