“რადიკალური ოპოზიცია ემზადება რევოლუციური სცენარისა და აქციებისთვის, ამას კი სჭირდება უზარმაზარი ფინანსური რესურსი” – ნიკოლეიშვილი

“ორი დღის წინ ვთქვი და ყურადღება არავინ გაამახვილა, მაგრამ დავწერე, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება რევოლუციური სცენარისა და აქციებისთვის, ამას კი სჭირდება უზარმაზარი ფინანსური რესურსი”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ რესურსს უზრუნველყოფს “ნაცმოძრაობის” ფინანსები, რომელიც ეგრეთ წოდებული კრიპტოვალუტის სახით შემოდის საქართველოში და შემდეგ ხდება მისი განაღდება რეალურ თანხებზე.

“ახლა სამართალდამცველები არიან შესულები ევროპელი პენსიონერების მძარცველების მთავარ ოფისებში, საიდანაც უნდა დაფინანსებულიყო რევოლუციური აქციები. მაქვს ეს დედაატირებული ინფორმაცია და ცოტა მეტი ყურადღება რომ მომაქციოთ, არ იქნება ცუდი”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები