ირაკლი კობახიძე „პოლიტიკოს“ სტატიაზე: სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს – კაცს აქვს სამი მილიარდი დახარჯული მეცენატობასა და ქველმოქმედებაზე

სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატიის შესახებ.

პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მარტო სამი მილიარდი დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე ქვეყნისთვის და ხალხისთვის.

„კაცი არის, რომელსაც მარტო სამი მილიარდი დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე ამ ქვეყნისა და ხალხისთვის. რა იყიდა, კაცს აქვს სამი მილიარდი დახარჯული მეცენატობასა და ქველმოქმედებაზე. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები