“ნაცები” და “ნეონაცები” იმდენად არ სცემენ პატივს, პირველ ყოვლისა, თავის ამომრჩეველს, რომ არც კი აპირებენ საკუთარი პოზიციის ახსნას და კრიტიკისგან დაცვას” – რაქვიაშვილი

“პოლიტიკური სპექტრი იმდენად დეგრადირებულია, რომ არჩევნებზე დებატების გარეშე გავდივართ”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი ეხმაურება ფაქტს, რომლის მიხედვითაც “კოალიციამ ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველ არხზე დღეს საარჩევნო სუბიექტების დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

“ანუ პარტიები, ვინც უარს ამბობს დებატებზე, ოცნება იქნება ეს, თუ როგორც ამ შემთხვევაში ნაცები და ნეონაცები, იმდენად არ სცემენ პატივს, პირველ რიგში, თავის ამომრჩეველს, რომ არც კი აპირებენ საკუთარი პოზიციის ახსნას და კრიტიკისგან დაცვას. და როგორ შეიძლება, ასეთ პარტიებს მისცე ხმა? ნუთუ ამათ ამომრჩეველს არ ეშინია, რომ თუ ასეთი მშიერები და მატყუარები არიან, მომავალში იმის საწინააღმდეგოს გააკეთებენ, რასაც ახლა ამბობენ?”, – წერს რაქვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები