გია აბაშიძე: “გლობალური ომის პარტიის” ანტისახელმწიფოებრივი პროექტი, რომ 100 ათასი პროტესტის გამომხატველით დაამხობენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, დიდი ხანია – ჩავარდნილია; 26 ოქტომბერს ამ მზაკვრულ პროექტს საბოლოოდ გადაახევენ თავზე ნეოკოლონიალისტებსა და მათ უგვანო მარიონეტებს ბრძენი ქართველები

“აგენტოკრატიის დაკვეთით წვალობს ნაცპროპაგანდა იმის მტკიცებას, რომ 20 ოქტომბერს 100 ათასზე მეტი ადამიანი იყო თბილისის ცენტრში, ”დრონებიდან” და სახურავებიდან გადაღებული კადრები კი უტყუარ სურათს გვაჩვენებენ”, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე და „ნაცების“ მიერ გავრცელებულ და რეალურ კადრებს აზიარებს.

მისივე თქმით, “გლობალური ომის პარტიის” ანტისახელმწიფოებრივი პროექტი, რომ 100 ათასი პროტესტის გამომხატველით დაამხობენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას დიდი ხანია ჩავარდნილია.

„აგენტოკრატიის დაკვეთით, წვალობს ნაცპროპაგანდა იმის მტკიცებაში, რომ 20 ოქტომბერს 100 ათასზე მეტი ადამიანი იყო თბილისის ცენტრში, ‘დრონებიდან’ და სახურავებიდან გადაღებული კადრები კი უტყუარ სურათს გვაჩვენებენ.
ეს “საკრალური” 100 ათასი ანტიქართული ძალებისთვის ფსევდო-რევოლუციურ მოლოდინს ქმნის, მაგრამ ე.წ. გადატრიალების ავაზაკურ გეგმას ძალიან აცდენილია. თავის დროზე საბჭოთა კავშირის აქტორებსაც ჰქონდათ გეგმიური ეკონომიკა, თუმცა როგორ დაემხოთ თავზე, საყოველთაოდ ცნობილია.
“გლობალური ომის პარტიის” ანტისახელმწიფოებრივი პროექტი, რომ 100 ათასი პროტესტის გამომხატველით დაამხობენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას დიდი ხანია ჩავარდნილია. 26 ოქტომბერს, ამ მზაკვრულ პროექტს საბოლოოდ გადაახევენ თავზე ნეოკოლონიალისტებსა და მათ უგვანო მარიონეტებს ბრძენი ქართველები.
P.S. ვიზუალურად იხილეთ ნაცპროპაგანდა vs რეალობა.
ფოტოზე ზუგდიდში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო მიტინგი 15 ოქტომბერს და 20 ოქტომბერს თბილისში ნაცმარში“, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები