შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის ბრიუსელში, პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!

„რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვებიც შეეწირება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს.

“რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის ბრიუსელში, საიდანაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვთხოვეს. ბრიუსელი ხომ უკრაინას ომში ეხმარება და მერე რა, თუ ამას საქართველოს ეკონომიკაც შეეწირება.

პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები