დიმიტრი ხუნდაძე: ამიერკავკასიიდან დაწყებული ომი, რომელიც ჩრდილოკავკასიასაც გადაედებოდა, მართლაც მეტ სიმძიმეს შექმნიდა რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს დასასრულის დასაწყისი იქნებოდა 

„დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების სასურველი შედეგით დასრულებას, დამატებით ტვირთად, მეორე ფრონტი სჭირდება. სწორედ ამ სცენარისთვის განიხილება საქართველო,”  -ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, რომ საქართველო დღეს ბეწვის ხიდზე გადის და მცირე შეცდომაც კი შესაძლოა თაობებს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
„დღეს მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების გამო მოშლილია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, პარტნიორული ურთიერთობები და დიპლომატიური ენა.
დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების სასურველი შედეგით დასრულებას, დამატებით ტვირთად, მეორე ფრონტი სჭირდება. სწორედ ამ სცენარისთვის განიხილება საქართველო.
ამიერკავკასიიდან დაწყებული ომი, რომელიც ჩრდილოკავკასიასაც გადაედებოდა, მართლაც მეტ სიმძიმეს შექმნიდა რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს დასასრულის დასაწყისი იქნებოდა.
ვისაც ამ რეალობის დღეს კიდევ არ სჯერა, ის სახიფათოდ ცდება.
საქართველო ბეწვის ხიდზე გადის და დაშვებული მცირე შეცდომაც კი შესაძლოა თაობებს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს,” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები