დავით ჩიხელიძე: დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად, წილისყრები გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია ნაწილობრივ ბოიკოტს უცხადებს, ოპოზიციის წევრებს პირდაპირი დირექტივა აქვთ მიღებული, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე უარი განაცხადონ

დღეს (12 საათზე) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად, წილისყრები გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია ნაწილობრივ ბოიკოტს უცხადებს, ოპოზიციის წევრებს პირდაპირი დირექტივა აქვთ მიღებული, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე უარი განაცხადონ, რაც შესაძლებელია საბოტაჟად შეფასდეს, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ეს ქმედება სისტემურ ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ცესკოს მოუწოდებს, მსგავს საბოტაჟურ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს.

“დღეს (12 საათზე) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად, წილისყრები გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია ნაწილობრივ ბოიკოტს უცხადებს, ოპოზიციის წევრებს პირდაპირი დირექტივა აქვთ მიღებული, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე უარი განაცხადონ, რაც შესაძლებელია საბოტაჟად შეფასდეს, ზოგადად კომისიის ოპოზიციის წევრებს ერთი ხაზი გამოარჩევთ, მათი მონაწილეობა სხდომებში სიმბოლური ხასიათის არის, ხოლო ფუნქცია მოვალეობის შესრულების ნაწილში არა კანონს, არამედ საკუთარ დამნიშნავ სუბიექტს ემორჩილებიან, რაც კანონდარღვევაა.
საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპოზიციის აღნიშნული ქმედება სისტემურ ხასიათს ატარებს, გავიხსენოთ 2020 ან 2021 წლის და უფრო ადრე ჩატარებული არჩევნები, სადაც არჩევნების დღეს გამართულ ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა პროტესტი გამოუცხადა, მათმა გადაწყვეტილებამ საფრთხე შეუქმნა საუბნო საარჩევნო კომისიის სრულყოფილ მუშაობას.
სახეზე გვაქვს, ადამიანთა მიერ მათზე დაკისრებული უფლება მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რატომ არიან კომისიაში ისეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად პროტესტს აცხადებენ და მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ? მოვუწოდებ ცესკოს და საქართველოს პარლამენტს, შეიქმნას რაიმე ისეთი დადგენილება/საკანონმდებლო რეგულირება რომელიც აღნიშნულ საკითხს მოაგვარებს და პარტიას რომლის წარმომადგენელი/წარმომადგენლები უარს განაცხადებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე მიეცეს გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში კი აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტს, საქართველოს მასშტაბით საუბნო/საოლქო კომისიაში წარმომადგენლის ყოლის უფლება შეეზღუდოს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, გეყოთ სირაქლემას პოზაში ყოფნა, თქვენ ჩემზე კარგად იცით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა საბოტაჟური საქმიანობა, ნუ იქნებით მიამიტები და ყოველ მსგავს ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეთ”,- წერს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები