გია აბაშიძე: რევოლუციის ჟინით შეპყრობილი ნაცოპოზიცია საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გამოსავლენ წილისყრებს ნაწილობრივ ბოიკოტს უცხადებს – ეს სამარცხვინო ნაბიჯები შემდგომში უზნეო “ნაცენჯეობის” ე.წ. დასკვნებისთვისაა გამიზნული

”რევოლუციის ჟინით შეპყრობილი ნაცოპოზიციამ ვითომ “შევიწროების” ტაქტიკას მიმართა – უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს არ ესწრება და ახლა საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გამოსავლენ წილისყრებს ნაწილობრივ ბოიკოტს უცხადებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, მსგავსი სახის ნაბიჯები შემდგომში “ნაცმოძრაობის” ენჯეოების დასკვნებისთვის არის გამიზნული, რათა დაწერონ, თითქოს ოპოზიციას არ ჰქონდა სრულყოფილი წვდომა საარჩევნო პროცესზე. ამგვარი რეციდივების აღმოსაფხვრელად, აბაშიძის თქმით, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება.

“რევოლუციის ჟინით შეპყრობილმა ნაცოპოზიციამ ვითომ “შევიწროების” ტაქტიკას მიმართა – უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს არ ესწრება და ახლა საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გამოსავლენ წილისყრებს ნაწილობრივ ბოიკოტს უცხადებს.
რისთვისაა გამიზნული ეს სამარცხვინო ნაბიჯები? შემდგომში უზნეო ნაცენჯეობის ე.წ. დასკვნებისთვის, რომ ოპოზიციას ვითომ არ ჰქონდა სრულყოფილი წვდომა საარჩევნო პროცესებზე და უზნეო პოლიტიკური შემფასებლების ცრუ პროპაგანდისთვის – “გაყალბდა”, “მიიტაცეს” და ა.შ.
საარჩევნო კომისიებში ოპოზიციიდან მივლენილი პირები სხდომებში სიმბოლურად მონაწილეობენ (ესწრებიან), ხოლო დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში არ მონაწილეობენ, რაც კანონდარღვევაა.
მსგავსი ობსტრუქციონიზმი იყო 2020 და 2021 წლების წინასაარჩევნო პერიოდებში – მაქსიმალური მცდელობა საუბნო კომისიების სრულყოფილი მუშაობის შესაფერხებლად.
ამგვარი რეციდივების აღმოსაფხვრელად, როცა ოპოპერსონაჟნი საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა დონეზე არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს ასალაგმია არსებული კანონმდებლობა-რეგულაციების გამკაცრებით, რათა ასეთი პოლიტიკური დივერსანტები განიდევნონ დემოკრატიული პროცესებიდან”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები