წელის ქამრები “ახალ ხედვაში”

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვაში” უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბაუერფეინდის/Bauerfeind წელის ქამრებია წარმოდგენილი. მათი ღირებულება 30 ლარიდან 390 ლარამდე მერყეობს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქციას იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ, ასევე მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია, რომ მის ხარისხს ყურადღება მივაქციოთ. “ახალი ხედვის” წელის ქამრები კი ამის გარანტიაა, რადგან სამედიცინო ჯგუფი იმპორტს თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან წლებია აწარმოებს. პროდუქციის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს – www.akhalikhedva.ge. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, გააჩნია პლასტმასის ჩანართები გაძლიერებული ფიქსაციისთვის. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • წელის საორსულე ბანდაჟი – ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის სქოლიოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგ-დამჭერითა და მის გარეშე.

წელის ქამრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. კორსეტები და ქამრები პაციენტებს წელის  სხვადასხვა პრობლემის დროს ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის მობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. სასურველი პროდუქტის შეძენა, შესაძლოა, როგორ სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, ასევე ონლაინ მეთოდით ახალი ხედვის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები