ფართოდ გავრცელებული ტრავმები

ფართოდ გავრცელებული ტრავმების დროს ყველაზე ხშირად ზიანდება კიდურები, კერძოდ – კოჭი, მხარი, მაჯა და იდაყვი. მოტეხილობა, ღრძობა და კუნთის დაჭიმულობა – ეს დაზიანებები ყველაზე ხშირად გავრცელებული ტრავმების სიას მიეკუთვნება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • ხელის ამოვარდნა – ყველაზე ხშირია ბავშვებში და ეს შეიძლება რამდენჯერმეც გამეორდეს. ხელის ამოვარდნის რისკი გაცილებით მატულობს ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს მათი ფიზიკური აქტივობა ყველაზე მაღალია. ხელის ამოვარდნისას ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს, განსაკუთრებით, მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება .
  • ფეხის გადაბრუნების მიზეზი ხშირად მყესის დაჭიმულობა, კოჭისა და ტერფის დაზიანება და სხვადასხვა ტრავმა შეიძლება იყოს. ის ხშირად სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვის გამოც ვითარდება. სირბილისა და ხანგრძლივი სიარულის დროს ქვედა კიდურებზე ზეწოლის განმეორებითმა ზემოქმედებამ შესაძლოა ფეხის კუნთებისა და მყესების გადატვირთვა და წვივის არეში ტკივილი გამოიწვიოს.
  • მხარის ამოვარდნა ნიშნავს სახსრის შემადგენელი ძვლების სასახსრე ზედაპირების ერთმანეთისგან სრულ ან ნაწილობრივ დაცილებას. მას ასევე თან ახლავს სასახსრე კაფსულის დაზიანება. მისი გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება იყოს სპორტული ტრავმა,  დაცემა ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

მიღებული ტრავმების დროს უმნიშვნელოვანესია მკურნალობის პროცესი და დაზიანებული ადგილის იმობილიზაცია. მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშირად ინიშნება ორთოპედიული ფიქსატორები. ეს პროდუქტები სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი და დაზიანებული ადგილის იმობილიზაციასთან ერთად, ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. სხვადასხვა ტრავმისთვის განკუთვნილი ორთოპედიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები