ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა

აჭარაში, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მიღებული ტრავმის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ავტომობილში მასთან ერთად მყოფი ორი პირი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები