მეუფე ნიკოლოზი: ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში, ვის აირჩევს, როგორ აირჩევს, მე მგონია, რომ აქ არ შეიძლება რაიმე მითითების მიცემა ადამიანებისთვის

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი ყველა ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს და რაიმე მითითების მიცემა დაუშვებელია.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის თავისუფალი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრინციპი, რომ პიროვნებას გადაწყვეტილების მიღება
თავად უნდა შეეძლოს.

“არჩევანი ყველა ადამიანმა უნდა გააკეთოს თვითონ.
ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში, ვის აირჩევს, როგორ აირჩევს… მე მგონია, რომ აქ არ შეიძლება რაიმე მითითების მიცემა ადამიანებისთვის, იმიტომ, რომ თუ გვინდა, რომ ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს. მოქალაქეები უნდა იყვნენ პიროვნებები. პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითო, რა უნდა გააკეთოს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები