გია აბაშიძე: კოლექტიური “ნაცები” განაგრძობენ ცესკოზე ორკესტრირებულ შტურმს – თანამშრომლებს აშანტაჟებენ, რათა მათ უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება.

აბაშიძის შეფასებით, აუცილებელია სამართალდამცველების ჩარევა ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების დასასჯელად. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ცესკო ამ ფაქტებს აცნობებს საერთაშორისო დამკვირვებლებს.

“საქართველოს ვერაგი ძალა, კოლექტიური “ნაცები” განაგრძობენ ცესკოზე ორკესტრირებულ შტურმს – თანამშრომლებს აშანტაჟებენ, რათა მათ უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე. ამ უკანონობის დამგმობი კომენტარები კეთდება, მაგრამ აუცილებელია სამართალდამცველების ჩარევა ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების დასასჯელად. რასაკვირველია, რევანშისტები ამ არჩევნებსაც ვერ იგებენ და ნებისმიერი ავაზაკობით ეცდებიან პროცესის ჩაშლას, ობსტრუქციას, ბინძური განცხადებებით მოწამლავენ საჯარო სივრცეს. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული სტანდარტების ზედმიწევნით შემსრულებელი ცესკო ამ კრიმინალურ ფაქტებს აცნობებს საერთაშორისო დამკვირვებლებს.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები