ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას უპირისპირდება

ამ წუთებში, უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. მატჩი ქალაქ პოზნანში, მიმდინარეობს.

ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება იმართება.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები