,,ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის სოფელ ქუთლიარის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

დელეგატის თქმით, მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ კვლავ ღირსეულად გაიმარჯვებს, რაც საქართველოს სტაბილური განვითარების გარანტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები