„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ოზურგეთის მოსახლეობასთან აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ქალაქ ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.

„არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა, შეიცვალა ქალაქ ოზურგეთის იერსახე, ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები, მოეწყო კომუნიკაციები, განახლდა პარკები სპორტული, რეკრეაციული და საბავშვო გასართობი სივრცეებით. საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სხვადასხვა დანიშნულების შენობას და გზას. სრულად განახლდა და მოწესრიგდა მრავალბინიანი კორპუსები; მერიის ინოვაციური პროექტის, „სტრიტ-არტის” ფარგლებში, თემატური გრაფიკული ნახატებით მოიხატა შენობების ფასადები. ოზურგეთის თეატრს სრული რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ჩაუტარდა. სამუშაოებისთვის ფონდმა 18 მლნ ლარი დახარჯა,“- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

მისი თქმით, აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების ახალი სისტემის მშენებლობა ქალაქის მთელ ტერიტორიაზე. ასევე, მოეწყობა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა და 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

„მიხარია, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, მოქალაქეების მხრიდან ნდობა და უდიდესი მხარდაჭერა აქვს. არჩევნებში გამარჯვებით, ოზურგეთის უფრო მეტი განვითარებისთვის და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ,“- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები