„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი „კადეტთა კორპუსებში” მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

“ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის დელეგატი თბილისის ზღვის მიმდებარედ „კადეტთა კორპუსებში” მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ხელაძემ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივებს მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
„ამ ადამიანებმა ყველაზე მეტად იციან მშვიდობის მნიშვნელობა, რადგან საკუთარ ქვეყანაში არიან დევნილები. ისინი ზუსტად აფასებენ მდგომარეობას და ვთანხმდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოსაპოვებელი, რათა ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და “ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები