თეონა აქუბარდია: ტექნიკური მთავრობა ამ ვითარებაში, არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ჩვენი მიზნის მისაღწევად

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა, ამ ეტაპზე, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.

“ტექნიკური მთავრობა, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ჩვენი მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კონსულტაცია გვექნება პრეზიდენტთან და მოვისმენთ მის პოზიციებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, 26 ოქტომბერს საქართველოს გამარჯვების შემდგომ, მოხდეს იმგვარად კონფიგურაცია მთავრობის, სადაც ჩვენი მიზნები “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” მისამართით, იყოს შესრულებული,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, დღეს გიორგი გახარიას გუნდს შეხვდება. გუშინ პრეზიდენტმა შეხვედრა”ნაციონალური მოძრაობისა” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებთან გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები