არჩილ გორდულაძე: პრეზიდენტი რა განცხადებას გააკეთებს, მასაც კი არაფერი ეკითხება – იგი არის გარედან მართული მარიონეტი

პრეზიდენტი რა განცხადებას გააკეთებს, მასაც კი არაფერი არ ეკითხება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის გარედან მართული მარიონეტი.

“პრეზიდენტი რა განცხადებას გააკეთებს, მასაც კი არაფერი არ ეკითხება, იგი არის მხოლოდ და მხოლოდ გარედან მართული მარიონეტი და რასაც გარედან დაავალებენ, იმ განცხადებას გააკეთებს ყოველთვის. ის განცხადებაც, რაც არის ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებული, სხვა არაფერი არ არის, თუ არა გარედან მართული მესიჯი, რომელიც უნდა გააჟღეროს და როგორმე უნდა შეეცადოს, რომ გაიტანოს საზოგადოებაში და მოატყუოს ის. ეს ფილმი ქართველ ხალხს უკვე ნანახი გვაქვს. საბოლოო ჯამში, მათი ბოლო არის ერთი, ქართველი ხალხი მათ კიდევ ერთხელ გაასამართლებს პოლიტიკურ სამსჯავროზე 26 ოქტომბერს,“ – განაცხადა დეპუტატმა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, დღეს გიორგი გახარიას გუნდს შეხვდება. გუშინ პრეზიდენტმა შეხვედრა”ნაციონალური მოძრაობისა” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებთან გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები