ირაკლი კირცხალია – „გორბის“ კვლევაზე: ეს არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება საზოგადოების იმ დაკვეთისა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში – მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის დაკვეთის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კირცხალია “გორბის” კვლევას აფასებს.

მისი თქმით, კვლევის შედეგი არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება საზოგადოების იმ დაკვეთისა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში – მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის დაკვეთის,.

„აბსოლუტურად ყველა კვლევა – ოპოზიციური კვლევაც რომ ავიღოთ, პარტიულ კვლევებსაც რომ ატარებენ, იქაც კი კარგად იციან, რომ ძალიან მწარედ მარცხდებიან და სწორედ ამას ემსახურება ის წინასაარჩევნო დისკრედიტაცია და შემდგომი დღისთვისა და მაქსიმალური დესტრუქციისთვის მზადება თავიანთი პატრონების სცენარებით, რასაც ბოლო თვეებია ჩვენ და საზოგადოება ვაკვირდებით“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები