“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს ბათუმში მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი – აჩიკო ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის დელეგატ რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ბათუმში, ავგიის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, აჩიკო ბერიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ამომრჩევლის ჩართულობის აუცილებლობას.

„ინდივიდუალური შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობის ახლოს გასაცნობად და საკომუნიკაციოდ, მათი ხედვებისა და აზრების მოსასმენად. რაც მათ წინაშე არსებული პრობლემების დროული მოგვარების მეტ შესაძლებლობას გვაძლევს.
თითოეული შეხვედრის დროს, მოსახლეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მშვიდობა მათი მთავარი მოთხოვნაა. სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდი არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები