“სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით წარმიმართოს” – იონათამიშვილი

“სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით წარმიმართოს და მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია თითოეული ქართველის ქართული ოცნების ახდენასთან.

“ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია თითოეული ქართველის ქართული ოცნების ახდენასთან, ვინაიდან ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ის ქართული ოცნება, რომლის ერთგული იქნება ნებისმიერი ქართველი, ვისთვისაც საკუთარი სამშობლო ფასეული და მნიშვნელოვანია”,  – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები