ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის “რუსთავი” ვოკალური სოლო კონცერტი გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის “რუსთავი” ვოკალური სოლო კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანსამბლი ახალი შემადგენლობითა და მრავალფეროვანი ქართული პროგრამით წარდგა ონელი მაყურებლის წინაშე.

“კონცერტი მსმენელის ოვაციების ფონზე მიმდინარეობდა. ანსამბლის “რუსთავი” ვოკალურ სოლო საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს “რუსთავი”, ასევე ღონისძიებების მხარდამჭერს – საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თბილი, საოცრად ემოციური და დაუვიწყარი საღამოსთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები