ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ოზურგეთის მერიის, მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ოზურგეთის მერიის ცნობით, ასევე მოეწყო გალობის უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენება და ვრცლად ისაუბრეს დაგეგმილი სიახლეების შესახებ.

ოზურგეთის თეატრში გამართულ ღონისძიებას პარლამენტის ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მემორანდუმი ქართული ტრადიციული სამუსიკო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობას და გალობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ჩვენს კულტურის და მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრს მათი გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში. ოზურგეთის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გალობის უნივერსიტეტს და ქალბატონ ნანა გოთუას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები