ვოლსკი – პრეზიდენტზე: მას ერთი მთავარი ამოცანა აქვს – ისე წარმოადგინოს საქართველოში სიტუაცია, თითქოს აქ განუკითხაობაა

“მას ერთი მთავარი ამოცანა აქვს კიდევ – ისე წარმოადგინოს საქართველოში სიტუაცია, რომ თითქოს აქ განუკითხაობაა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ “დღის კურიერში”, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

“უცხოელ ტურისტებს შევხვდი ეთნოგრაფიულ მუზეუმში – გაოცებულია ხალხი, – სიწყნარით, დამოკიდებულებით, საზოგადოებით, მომსახურებით, – მთელი რიგი ასპექტებია, რითაც უნდა ვიამაყოთ. არის უშველებელი ორგანიზაციების – მსოფლიო ბანკის, ატლანტიკური საბჭოს რეიტინგები, სადაც ყველას ვუსწრებთ, მოლდოვას და უკრაინას ხომ თავისთავად, ევროპულ ქვეყნებს. ამის საპირწონედ შემოიყვანეს სცენარი, რომელსაც სალომე ახორციელებს, რომ თითქოს აქ არის განუკითხაობა, არც რეიტინგი არსებობს, არც არაფერი და პრეზიდენტს როცა უნდა, სადაც უნდა იქ წავა; პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს – პრეზიდენტს ასე სურს, სწორს აკეთებს, ვინაიდან ეს ქვეყანა არის ჩამორჩენილი ქვეყანა, განუკითხაობაა, ბანდიტიზმი, კორუფცია და სიბნელეა. გავაღებთ ფანჯრებს და აქ კრიმინალური ჯგუფები ერთმანეთს ებრძვიან. თითქოს უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ რეალურად, ამას ლაპარაკობენ საზღვარგარეთ,” – აღნიშნავს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები