პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის სოფლების: აკაურთასა და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

„მოქალაქეებს კარგად აქვთ გააზრებული 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. წლებია ერთმანეთის მხარდამხარ ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კვლავ ღირსეულად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები