ზესტაფონში, ცხრაწყაროს ისტორიულ თეატრონზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული – “სულიკო 2024” გაიმართა

ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის 150 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სოფელი ცხრაწყარო ტრადიციული ფესტივალის – “სულიკო”-ს მასპინძელი იყო. სახალხო ზეიმში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
„ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, “სულიკო 2024”-ის გრანპრი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიპოვა.
ფესტივალის სამი საპრიზო ადგილი კი ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი – “ზესტაფონი”
( ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი)
მეორე ადგილი – ანსამბლი “ხარაგაული”
( ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
მესამე ადგილი – ანსამბლი “მასპინძელო”
( თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
გამარჯვებულ მონაწილეებს ფესტივალზე დაწესებული ფულადი ჯილდო, სიგელები და ფასიანი საჩუქრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ლევან კიკნაველიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა – ვასილ გველესიანმა გადასცეს.
ღონისძიებას ზესტაფონში სტუმრად მყოფი დამეგობრებული ქალაქების – (ტჩევი – პოლონეთი, ტაურაგე – ლიეტუვა) დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ.
გამორჩეულ სახალხო დღესასწაულს საფუძველი 80-იან წლებში ჩაეყარა. მას შემდეგ, ცხრაწყაროს იმერულ ეზოში, “სულიკოს” დასამღერებლად ყოველ წელს იკრიბებოდნენ მუსიკალური კოლექტივები, რამაც “ვარინკობა” სახალხო დღესასწაულად აქცია“,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები