ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 17-22 წლის ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, 17-22 წლის ახალგაზრდებისთვის , ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, სოფელ მზეთამზეში 2-დღიანი ლაშქრობა მოეწყო. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდები სოფელ მზეთამზის ისტორიას გაეცნენ. მათთვის საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ სხვადასხვა აქტივობები მოაწყო.

ახალგაზრდებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე,
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი ლანა გიორგიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ბანაკი, 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა და ახალგაზრდებმა სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები