ქედაში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზუბზუსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა – დაღუპულია ბავშვი,
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.