საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი აზერბაიჯანის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანის ლიტერატურის მუზეუმს ესტუმრა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ რაფაელ ჰუსეინოვთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აზერბაიჯანის ლიტერატურის მუზეუმს შორის მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„დავათვალიერე ბაქოს ლიტერატურის მუზეუმის მართლაც შთამბეჭდავი შენობა. გარედან აზერბაიჯანელი მწერლებისა და პოეტების ქანდაკებებია, შიგნით კი მათი პორტრეტები ფერწერული ტილოების სახით, ვიტრაჟები მათი გამოსახულებებით, არტეფაქტები. შევხვდი მუზეუმის დირექტორს, პროფესორ რაფაელ ჰუსეინოვს. ბევრი ვისაუბრეთ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები