IDF აცხადებს, რომ ისრაელის არმიამ ბოლო დღეებში „ჰეზბოლას“ 250 წევრი მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ბოლო ოთხი დღის განმავლობაში „ჰეზბოლას“ 250 წევრი მოკლეს, – ამის შესახებ ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაღუპულთაგან 21 პირი დაჯგუფების მეთაური იყო.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ლიბანში წუხელ ღამით განხორციელებული თავდასხმების მთავარი სამიზნე „ჰეზბოლას“ მომავალი პოტენციური ლიდერი, ჰაშემ საფიედინი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები