ლევან მაჭავარიანი: ყველამ იცის, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს

მმართველი გუნდის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.

„ოპოზიცია მთლიანად იმართება გარე ძალებისგან, რომელსაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ პირობითად, ამერიკაში კი მათ „დიფ სთეითს“ ეძახიან და ძალიან ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს ამ ძალებზე. სამწუხაროდ, მათ აქვთ ძალიან სერიოზული გავლენები ამერიკულ ბიუროკრატიაზე და ა.შ. შესაბამისად, ეს ყველაფერი ორკესტრირებულია. ყველამ იცის – როგორც გარე, ისე შიდა აქტორებმა, რომ ოპოზიციას გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. შესაბამისად, მთელი დღის წესრიგი არის აგებული 26 ოქტომბრის საღამოზე და იმაზე თუ რა პროტესტი უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს“, – განაცხადა მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები