ლევან მაჭავარიანი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ მასშტაბის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში, არ მახსოვს მსოფლიოს რომელიმე წერტილში, რომ მომხდარიყო

,,ფაქტობრივად დღე არ გადის ისე, რომ ახალი ქარდი არ გამოქვეყნდეს. ასეთი მასშტაბის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, მით უმეტეს საარჩევნო პერიოდში, მე პირადად არ მახსოვს მსოფლიოს რომელიმე წერტილში, რომ მომხდარიყო”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი აშშ-ის საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

მისი შეფასებით, ასეთი აქტიური ჩარევა ცოტა კომედიურ ჟანრშიც გადადის.

„რაც შეეხება ახალ ქარდს, რომელიც დაიდო, რომ „პარტიები არ იკრძალება დემოკრატიულ ქვეყნებშიო“, რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც გერმანიაში მაგალითად, ის პარტია, რომელიც რეიტინგით მეოთხე ადგილზე არის, უკვე დაწყებული არის მისი აკრძალვის პროცესი. თუ ჩვენ გადავხედავთ ევროკავშირის ქვეყნებს, ბოლო ათწლეულებს ათეულობით პარტია აიკრძალა. შესაბამისად, ეს არის დეზინფორმაციაა.

დეზინფორმაცია იყო ასევე წინა ქარდზე დატანილი მონაცემიც, სადაც ამერიკის საელჩო ამბობდა, რომ თითქოს „ისფედმა“ 1,8% ცდომილება დაწერა და ამას ნუ გადავაყოლებთ ჩვენს ურთიერთობებსო. რეალური ცდომილება, რაც „ისფედმა“ დაწერა და გააყალბა მონაცემები ეს იყო 2.4% რაც დაახლოებით არის 45 ათასი ხმა. და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რითაც ააგორეს საპროტესტო მუხტი 2020 წელს. რატომღაც ეს ქარდზე არ დაუტანიათ.

ასევე ქარდზე არ დაუტანიათ, რომ „ისფედმა“ ასევე, ისეც გააყალბა, რომ თითქოს დაახლოებით 300 უბანზე იყო ზედმეტობა, როდესაც რეალურად ზედმეტობა იყო 8 უბანზე. შესაბამისად, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქ? ასეთი აქტიური ჩარევა ცოტა კომედიურ ჟანრშიც გადადის“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები