ნინო წილოსანი: ISFED-ის გამართლება, ვერ ვხვდები, რა პოლიტიკასა და მიზნობრიობაში უნდა ჯდებოდეს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში

მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ISFED-თან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა.

„ამ ბანერზე 1,8%-ს ვხედავთ, რომელიც რეალურად 2,5%-ია, მაგრამ ამაშიც არ არის საქმე. ეს არის 50 ათასამდე ამომრჩევლის ხმა, რომლის თურმე მოპარვაშიც გვადანაშაულებდა ISFED-ი და დაზუსტებულად უკვე გაცხადებულია, რომ იტყუებოდა. ამიტომ ISFED-ისა და ამ ტყუილის გამართლება, ვერ ვხვდები, რა პოლიტიკასა და მიზნობრიობაში უნდა ჯდებოდეს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბანერი და დასვა შეკითხვა, რატომ აყენებს “ქართული ოცნება” აშშ-თან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო. “ქართული ოცნების” მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა,” – წერს საელჩო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები