“ვერც პრეზიდენტმა და ვერც ოპოზიციამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაზე” – ქადაგიშვილი

“ვერც პრეზიდენტმა და ვერც ოპოზიციამ ვერ აიღო პასუხისმგებლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაზე, რადგან მათ სამწუხაროდ არ აქვთ ხელი პულსზე დადებული, თუ რა უნდა ქართულ საზოგადოებას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, “ისინი მთლიანად გარე შეკვეთაზე არიან დამოკიდებული”.

„პრეზიდენტმა თავი აარიდა კანონპროექტის ვეტოს, რადგან ეს ვეტო იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან მორიგი სამართლებრივი და პოლიტიკური უსუსურობის მაჩვენებელი,“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები