“მთავრობის ინტერესშია, რომ არჩევნები კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდეს” – ბოჭორიშვილი

„წინ ჩვენ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გველის. მთავრობის ინტერესშია, რომ არჩევნები კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდეს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“წინ ჩვენ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გველის. მთავრობის ინტერესშია, რომ არჩევნები კანონსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდეს, რათა არავის მიეცეს უფლება, საქართველოს არჩევნები ეჭვქვეშ დააყენოს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა“, – წერს ბოჭორიშვილი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები