სალომე ზურაბიშვილი: ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს, სულ მცირე, უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპული მომავლის ბედს

“ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს, სულ მცირე, უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპული მომავლის ბედს და მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ბედს. ეს არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმია: დიახ ევროპას, ან ოდნავ გაურკვეველ წარსულში დაბრუნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობით, რომ არჩევნები მშვიდობიანი იქნება და მოსახლეობა ისეთი მობილიზებული დარჩება, როგორც დღეს არის, შედეგი პროევროპელთა გამარჯვება უნდა იყოს.

„საარჩევნო გაყალბება სხვადასხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით უკვე ცნობილი ფენომენია. ის ასევე გაზომვადია. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცით, რომ ჩვენს პროგნოზებში 60% (მისცემს ხმას) პროევროპელებს და 40% მმართველ პარტიას, გაყალბების ჰიპოთეზა უკვე მეტ-ნაკლებად შედის ამაში. ეს მაჩვენებლები მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურებში, აქვთ ინტერესები ან შეშფოთება თავიანთი სამუშაოს შესახებ. ასე რომ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ცნობილია. იმ პირობით, რომ არჩევნები მშვიდობიანი იქნება და მოსახლეობა ისეთი მობილიზებული დარჩება, როგორც დღეს არის, შედეგი პროევროპელთა გამარჯვება უნდა იყოს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები