“საელჩოს მხრიდან იყო ხელის გადაფარების პოლიტიკა ISFED-ზე; ეს ახლა აღარ გამოდგება, ახლა აღარ იქნება იმდენი სანდოობა” – მაჭარაშვილი

“სამწუხაროდ, საელჩოს მხრიდან იყო ხელის გადაფარების პოლიტიკა ISFED-ზე. ეს ახლა აღარ გამოდგება, ახლა აღარ იქნება იმდენი სანდოობა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა,  გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

დეპუტატმა აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა, რომელიც 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ISFED-ის მონაცემებს ეხებოდა.

„ეს არის მაგალითი იმისა, რომ სამწუხაროდ, საელჩოს მხრიდან იყო ხელის გადაფარების პოლიტიკა ISFED-ზე. ეს ახლა აღარ გამოდგება, ახლა აღარ იქნება იმდენი სანდოობა – მინდა, ეს იცოდეს საზოგადოებამ საქართველოშიც და უცხოეთშიც. საელჩომ ხელი დააფარა ისეთ ორგანიზაციას, რომელმაც თვითონ აღიარა გაყალბების შედეგები. ამაზე რომ არც ბოდიშს მოიხდი და არც განმარტავ, აქედან გამომდინარე, სანდოობის ხარისხი ბუნებრივად იწევს ქვევით”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები