ირაკლი კირცხალია: დამერწმუნეთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას, სანქციებით ვერავინ შეაშინებს

“საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და კონსპირაციების თეორიებით. დამერწმუნეთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას, სანქციებით ვერავინ შეაშინებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, სიცრუეა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

„ჯერ არ ვიცით ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, მერე არის მტკნარი სიცრუე. პირველი, სანქციების ენით პარტნიორებთან და მეგობრებთან არ საუბრობენ და მეორე, ნებისმიერ ეროვნულ ხელისუფლებას, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედ ხელისუფლებას, დამერწმუნეთ, ვერავინ შეაშინებს სანქციებით. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და ამ რაღაც კონსპირაციების თეორიებით. ახლა რა ინფორმაციებსაც ავრცელებთ, ზოგადად ამ სანქციებთან დაკავშირებით, არის მტკნარი სიცრუე“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, აშშ-ის საელჩო არ ადასტურებს.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – აცნობეს „რადიო თავისუფლებას“ საქართველოში აშშ-ის საელჩოდან.

მანამდე, ტელეკომპანია „ფორმულამ“, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები