“ე.წ. ოპოზიციას, „ენჯეოებს“, ზურაბიშვილის თამადობით, უნდათ საქართველოს „გაელგებეტება” – მაჭარაშვილი

„ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასაწყისშივე ვთქვით, რომ ხელში გვეჭირებოდა ეროვნული დროშა”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

დეპუტატი შალვა პაპუაშვილის მიერ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე ხელის მოწერას ეხმაურება.

“ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასაწყისშივე ვთქვით, რომ ხელში გვეჭირებოდა ეროვნული დროშა, ოპოზიციას, ზურაბიშვილის თამადობით, ხელში ექნებოდა ლგბტ დროშა და ეს ასეც მიდის, ახლა უკვე ოფიციალურად. ჯერ ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა კანონს, რაც ნიშნავს, რომ ეს ლგბტ დროშა ოფიციალურად გაიფორმა. ე.წ. ოპოზიციას, „ენჯეოებს“ ზურაბიშვილის თამადობით, უნდათ საქართველოს „გაელგებეტება“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები