კირცხალია – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონპროექტზე: ეს იყო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა 

“ეს იყო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა აღასრულა უმრავლესობით არჩეულმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ხელს არ აწერდა და მას არც ვეტო დაადო, ადასტურებს სწორედ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა.

„თავისი ამ დამალობანათი, არც ხელის მოწერით და ა.შ. მკაფიოდ და ღიად დააფიქსირა ის პოზიცია რასაც ვამხელდით, რომ ისინი შინაგანად ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ცნობისთვის,  „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები