“რეალურად გამოჩნდა წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთხელ ოფიციალურად – ზურაბიშვილი ლგბტ დროშით, შალვა პაპუაშვილი ეროვნული დროშით” – მაჭარაშვილი

“რეალურად გამოჩნდა წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთხელ ოფიციალურად – ზურაბიშვილი ლგბტ დროშით, შალვა პაპუაშვილი ეროვნული დროშით,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგ ჯერზე, უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის არის ლგბტ დროშით ხელში, ოპოზიციის სათავეში და რომ ემიჯნება არასრულწლოვანთა დაცვას ლგბტ პროპაგანდისგან. ის ემიჯნება ქართულ ტრადიციებს, ქალის და კაცის ქორწინებას და მხარს უჭერს კაცების გათხოვების დაკანონებას საქართველოში, ანუ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. იმით, რომ ხელი არ მოაწერა კანონს და არც შენიშვნები გამოაგზავნა, რადგან შეეშინდა ქართველი ხალხის რისხვის, და ვერც ხელი მოაწერა, იმიტომ, რომ შეეშინდა თავისი პატრონების დატუქსვის.

ეს არის რეალობა და ამით კიდევ ერთი საჩუქარი გადმოგვცა ჩვენ, ხელისუფლებას, არჩევნებამდე, რომ რასაც ზურაბიშვილსა და ოპოზიციაზე ვამბობთ, ეს არის რეალური. 41 – არის ტრადიციების შენარჩუნება, დანარჩენი სხვა პარტიები არის ლგბტ პროპაგანდის დაკანონება. იმით, რომ შალვა პაპუაშვილი ხელს მოაწერს და კანონი შევა ძალაში, რეალურად გამოჩნდა წინასაარჩევნოდ, კიდევ ერთხელ ოფიციალურად – ზურაბიშვილი ლგბტ დროშით, შალვა პაპუაშვილი ეროვნული დროშით,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები