გია ვოლსკი: პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის” კანონით თითქოს ვიღაცის უფლება იზღუდება, სამწუხარო ფაქტია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რომლის თანახმად, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა ეხმაურება.

მისი თქმით, კანონი საქართველოს იდენტობას იცავს.

„ეს არის პროპაგანდის აკრძალვის თემაზე მიღებული კანონი, რომელიც იცავს საქართველოს იდენტობას, იცავს მის თვითმყოფადობას, იცავს ახალგაზრდობას. რასაკვირველია, პატარა ქვეყნისთვის ეს ცნებები საგანგებოდ მნიშვნელოვანია, თუნდაც პატრიოტიზმი, თუნდაც დამოკიდებულება თავისი წარსულის მიმართ. პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვიღაცის უფლება იზღუდება, სამწუხარო ფაქტია“, – აცხადებს ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, თუმცა დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები