გია ვოლსკი: ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანის თემის შემოტანა არის ისეთი აბსურდი, რომელსაც საზოგადოება ძალიან ადვილად შიფრავს – საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას

ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანის თემის შემოტანა არის ისეთი აბსურდი, რომელსაც საზოგადოება ძალიან ადვილად შიფრავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მისი თქმით, პრორუსული არის მოგონილი თემა და ოპოზიციას უნდა, პროქართული თემა ჩაანაცვლოს პრორუსულის ძახილით.

„საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას და ვიცით, რომ იგივე დიდი ნაწილი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. 9 არჩევნებში დავამარცხეთ („ნაციონალური მოძრაობა“) საკმაოდ სოლიდურად. აქედან გავაკეთოთ დასკვნა: ადამიანები, ვინც მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, ეს მნიშვნელოვანწილად იგივეა, რომლებიც მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას. ხალხი წყვეტს, რომ საქართველოს მომავალს ხედავენ ევროპაში, მაგრამ იგივე საზოგადოება მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ამის ცალ ფეხზე დგომით განხორციელება. ეს საზოგადოება, ადრე თუ გვიან მოელის იმას, რომ ის სპეკულაცია, რაც ჩვენ მიმართ არის პოლიტიკურ ველზე, აბსოლუტურად გადაფარულია იმ რეიტინგებით, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნდება. ეს ხალხი ხედავს, რომ აქ არის სიმართლე და არა შარლ მიშელის განცხადებაში. ხალხი უკეთეს გარემოებებს მოელის საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ სტაბილურობაზე, ამ სტაბილურობას არ ექნება მიზერული საფუძველიც კი, თუ ხელისუფლება „ნაცმოძრაობით“ შეიცვლება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები